წიგნებიფასებიFAQსამყაროს არჩევა
ჩემი სივრცე

სამართლებრივი

წესები და პირობები

ქვემოთ მოცემულია პირობები, რომლებითაც ვხელმძღვანელობთ შეკვეთის შესრულებისას. სრული წესები და პირობები მზადდება და მალე გამოქვეყნდება.

ბოლო განახლება: 2 სექტემბერი 2026

1. თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების გარანტია

Beki-სთვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც შეუკვეთეთ. თუ ჩვენი შეცდომის, ტექნიკური ხარვეზის, ბეჭდვის ან მიწოდების პრობლემის გამო პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას, ჩვენ განვიხილავთ შემთხვევას და შესაბამისი საფუძვლის არსებობისას შემოგთავაზებთ თანხის სრულ/ნაწილობრივ დაბრუნებას, პროდუქტის უფასოდ ხელახლა დამზადებას ან ჩანაცვლებას.

მომართვის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება შემთხვევის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება/ანაზღაურების ინიცირება.

1. თანხის სრულად დაბრუნება

თანხა სრულად ანაზღაურდება, თუ:

  • გადახდა განხორციელდა, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო წიგნი ვერ შეიქმნა;
  • მომხმარებელს თანხა შეცდომით ორჯერ ან მეტჯერ ჩამოეჭრა;
  • შეკვეთა Beki-ს მიზეზით ვერ შესრულდა;
  • ბეჭდური წიგნის დამზადება ან მიწოდება შეუძლებელი გახდა;
  • მიღებული პროდუქტი არსებითად განსხვავდება მომხმარებლის მიერ დადასტურებული შეკვეთისგან;
  • დაფიქსირდა სხვა მნიშვნელოვანი ტექნიკური ან საოპერაციო შეცდომა Beki-ს მხრიდან, რის გამოც მომხმარებელმა ვერ მიიღო შეძენილი პროდუქტი.

2. უფასო ჩანაცვლება / ხელახლა დამზადება

Beki საკუთარი ხარჯით ხელახლა დაამზადებს ან ჩაანაცვლებს პროდუქტს, თუ:

  • წიგნი დაზიანებულია;
  • აკლია გვერდები;
  • გვერდები არასწორი თანმიმდევრობითაა;
  • ბეჭდვის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დარღვეული;
  • წიგნი არასწორადაა აკინძული;
  • მიღებულია სხვა მომხმარებლის წიგნი;
  • ბავშვის სახელი, ფოტო ან სხვა პერსონალიზებული ინფორმაცია Beki-ს ტექნიკური შეცდომის გამო არასწორად აისახა;
  • ტრანსპორტირებისას პროდუქტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ასეთ შემთხვევაში ხელახალი დამზადება და მიწოდება მომხმარებლისთვის უფასოა.

3. ნაწილობრივი ანაზღაურება

თუ პრობლემა არ საჭიროებს პროდუქტის სრულ ჩანაცვლებას, Beki-მ მომხმარებელთან შეთანხმებით შეიძლება შესთავაზოს:

  • გადახდილი თანხის ნაწილობრივი დაბრუნება;
  • ფასდაკლება;
  • შესაბამისი ღირებულების კრედიტი/ვაუჩერი მომდევნო შეკვეთისთვის.

არჩევანი მომხმარებელთან შეთანხმებით განხორციელდება.

4. ციფრული წიგნის შემთხვევები

თუ ციფრული წიგნი ტექნიკური მიზეზით არ იხსნება, არ იტვირთება, არასრულად შეიქმნა ან სისტემური შეცდომის გამო არსებითად არ შეესაბამება დადასტურებულ მონაცემებს, Beki პირველ რიგში შეეცდება პრობლემის გამოსწორებას ან წიგნის ხელახლა გენერირებას. თუ პრობლემის გამოსწორება შეუძლებელია, მომხმარებელს დაუბრუნდება შესაბამისი გადახდილი თანხა.

5. რა შემთხვევაში არ ხდება თანხის დაბრუნება

პერსონალიზებული პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანხის დაბრუნება შეიძლება არ გავრცელდეს შემთხვევაზე, როდესაც:

  • პროდუქტი სწორად შეიქმნა მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემების საფუძველზე;
  • მომხმარებელმა თავად მიუთითა არასწორი სახელი, ასაკი ან სხვა ინფორმაცია;
  • მომხმარებელმა ატვირთა დაბალი ხარისხის/არასწორი ფოტო და შედეგი სწორედ ამ მასალას უკავშირდება;
  • მომხმარებელმა უბრალოდ გადაიფიქრა უკვე შექმნილი პერსონალიზებული პროდუქტის შეძენა;
  • პრობლემა გამოწვეულია მომხმარებლის მოწყობილობით ან ინტერნეტთან წვდომით და არა Beki-ს სისტემით.

6. როგორ მოითხოვოთ ანაზღაურება

მოგვწერეთ Beki-ს საკონტაქტო არხზე - info@beki.ge ან კონტაქტის გვერდიდან - და მიუთითეთ შეკვეთის ნომერი, პრობლემის მოკლე აღწერა და, საჭიროების შემთხვევაში, ფოტო/ვიდეო, რომელიც პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება.

მომართვის მიღებას დაგიდასტურებთ, ხოლო არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში განვიხილავთ შემთხვევას და შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განვახორციელებთ:

  • თანხის სრულ დაბრუნებას
  • ნაწილობრივ ანაზღაურებას
  • უფასო ხელახალ დამზადებას
  • უფასო ჩანაცვლებას/ხელახალ მიწოდებას

ჩვენი პრინციპი მარტივია: თუ შეცდომა Beki-ს მხრიდანაა, მის გამოსწორებას მომხმარებელს დამატებითი ხარჯი არ უნდა მოჰყვეს.

კითხვები გაქვს? დაგვიკავშირდი.

Bekistories that remember

პერსონალიზებული ისტორიები, სადაც ყოველი ახალი თავგადასავალი ბავშვის სამყაროს აგრძელებს.

პროდუქტიშექმენი წიგნი ფასებისამყაროს არჩევა
დახმარებაჩვენ შესახებკონტაქტიFAQ
კონფიდენციალურობა · წესები და პირობებიმიწოდება და დაბრუნებაკონფიდენციალურობაწესები და პირობები